|
2020-12-24 13:08:24, 606 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა
„ევროპული საქათველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, აშშ-ის ელჩმა დაადასტურა ის განწყობა, რაც ოპოზიციას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, რომ არჩევნებზე იყო მნიშვნელოვანი დარღვევები და გასაჩივრების პროცესი იყო სრულიად არაადეკვატური. კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ისევ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, იმ მიზნით, რომ სწორედ ეს ნდობა, რომელიც არჩევნების მიმართ არის დაკარგული, აღდგეს საზოგადოებაში და ჩატარდეს ახალი არჩევნები შეცვლილი წესებით, წესებით, რომლებიც გამორიცხავს იმას, რომ ისევ იყოს დარღვევები და ისვე მოხდეს ჩვენი თანამოქალაქეების არჩევანის წართმევა და მათი ნების გაყალბება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გამბედაობა არის საჭირო „ქართული ოცნების“ მხრიდან, რადგან მათი მხრიდან თუ არ იქნება გადადგმული ნაბიჯი, ამ კომპრომისულ წინადადებასთან დაკავშირებით, რაც ეხება ახალ არჩევნებს, მაშინ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და სწორედ ამას მოვუწოდებთ ჩვენ ამ ბოლო დღეების განმავლობაში. მე მაქვს იმედი, რომ აშშ-ის ელჩის ეს განცხადებები და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა იქნება წამახალისებელი ქართული ოცნებისათვის, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ამ კრიზისდან გამოვიდეთ, ეს ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც რამდენიმე დღეა არსებობს, აღარ გაგრძელდეს როგორც პრაქტიკა, რომელიც რამდენიმე თვე და წელი იქნება, რადგან ეს ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის“, - განაცხადა კაპანაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)