|
2020-12-23 16:03:09, 790 ნახვა
სამართალი
თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. მათი ცნობით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, თავს დაესხა „გალფის“ ავტოგასამართ სადგურს და ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარი გასტაცა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ო.ტ. მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - „RETAY XR"-ის მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულმა აღიარა, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს ასევე თავს დაესხა იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „იოლის“ ფილიალს, ცივი იარაღის მუქარით მაღაზიის სალაროდან 200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)