|
2020-12-23 13:40:27, 817 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარტიებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდებათ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდებათ. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, თუკი პარტია უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას და საბოტაჟს უცხადებს როგორც მას, ასევე დემოკრატიის პრონციპს და პარლამენტს, დაფინანსების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. „აქ შეიძლება დაისვას კითხვა, რამდენად ვანიჭებთ კანონპროექტით უკუძალას იმ წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელიც აქამდე არსებობდა. დღეს, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც განაცხადი შეიტანა ცესკო-ში და მოიპოვა დაფინანსება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და წარმოდგენილი კანონპროექტითაც არ არის გათვალისწინებული დეკემბრის თვეში ან მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დაფინანსებას. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის ვუწყვეტთ, თუმცა საუბარი იქნება, თუ რამდენად მიზნობრივი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯოს თანხა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, გრძელვადიან დემოკრატიულ პერსპექტივაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველს დემოკრატიულ პრინციპებს და საკონსტიტუციო ორგანოს - პარლამენტს“, - განმარტა ანრი ოხანაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)