|
2020-12-23 12:45:03, 568 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის იგივე შემადგენლობით დატოვება ლოგიკურია, რადგან ეფექტურად მუშაობს
მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს და მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრი მიმართულებით სხვადასხვა უწყებებში დაწყებულია სისტემური რეფორმები. „მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან, იმიტომ, რომ კრიტიკული მიმართულებების თვალსაზრისით, ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს. ეს ერთი. მეორე – ბევრი მიმართულებით მთავრობაში დაწყებულია სისტემური რეფორმები. ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაწყებულია ბევრი პროექტი და ეს ტემპი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სერიოზული რეფორმებია დაწყებული ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ეს ყველაფერი, განსაკუთრებით, კრიზისის პერიოდში, არის ბოლომდე მისაყვანი – ლოგიკურ დასასრულამდე. ამიტომ, გაურკვეველია ერთი არგუმენტი მაინც რა უნდა ყოფილიყო მთავრობაში ცვლილებების მომხრედ, მაშინ, როდესაც მთავრობა ეფექტურად მუშაობს და ვართ საკმაოდ მძიმე კრიზისში. დღეს ჩვენი ვალდებულებებია, ბოლომდე მივიყვანოთ ის მოვალეობები და დაპირებები, რომელიც აღებული გვაქვს. ეს არის ძირითადი ამოცანა და არა მთავრობის ცვლილებები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)