|
2020-12-22 11:20:31, 660 ნახვა
საზოგადოება
წიგნი „ჯიღაურას კოლექციაში დაცული ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კატალოგი“ გამოიცა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების ავტორობით, წიგნის „ჯიღაურას კოლექციაში დაცული ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კატალოგი“ I ნაწილი გამოიცა. წიგნში აღწერილია საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონიდან შერჩეული ზოგიერთი წამყვანი და პერსპექტიული ქართული საღვინე ასევე სასუფრე ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული, ენოლოგიური და ენოქიმიური მახასიათებლები. ვაზის ჯიშების შესწავლა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აკადემიკოს სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ჯიღაურას ეროვნულ კოლექციაში განხორციელდა, რომელიც ამპელოგრაფიული, სელექციური, აგროტექნოლოგიური და ენოლოგიური კვლევებისათვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს. წიგნში წარმოდგენილი ვაზის ჯიშების ამპელომეტრიული, კარპოლოგიური და სამეურნეო - ტექნოლოგიური მაჩვენებლების აღწერისათვის ავტორებმა, დოქტორმა, ლონდა მამასახლისაშვილმა და პროფესორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV (2007) ჰარმონიზებული დესკრიპტორები გამოიყენეს, რომლებიც Vitis-ის გვარის გენოტიპებისათვის მსოფლიოში აღიარებულ, თანამედროვე უნივერსალურ მეთოდებს წარმოადგენს. ნაშრომში, ვიზუალურ მასალასთან ერთად, ასახულია ისტორიული ინფორმაცია ჯიშების შესახებ, ადგილმდებარეობა კოლექციაში, მათი გავრცელების არეალი, ზოგადი მონაცემები და სხვ. ჯიღაურას ეროვნულ კოლექციაში გრძელდება მოძიებული, აღდგენილი და დღემდე შეუსწავლელი ვაზის ჯიშების აღნიშნული მახასიათებლებით აღწერა. სამეცნიერო ნაშრომის სახით მათი შემდგომი გამოცემა, მომავალში, ეტაპობრივად იგეგმება. წიგნი განკუთვნილია ფართო სპექტრის სამეცნიერო-სასწავლო, აკადემიური პერსონალის, კოლექციათა მენეჯერების, მევენახეების, დარგით დაინტერესებული პირებისთვის. ნაშრომი ამასთანავე მნიშვნელოვანი წვლილია ქართული ვაზის გენოფონდის დაცვა - პოპულარიზაციის კუთხით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)