06:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 14:03:14, 7032 ნახვა

High - Tech
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მთავრობას შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიუღია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობას შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ჯერჯერობით,არ მუღია.

მანვე დასძინა, რომ გრძელდება მსჯელობა და 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს.

"ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მსჯელობა დღეს კიდევ გაგრძელდება დღის მეორე ნახევარში. გარკვეული მონახაზები არის რაზეც მთავრობამ თავის დროზე, 24-თან დაკავშირებით განაცხადა, პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს.

არ არის მარტივი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ გვაქვს ჯეჯერობით დიდი რიცხვები, მიუხედავად ქვეყანაში ეპიდემიის სტაბილიზაციაა, რაც შეზღუდვები დაწესდა. მიუხედავად ამისა, ინციდენტობის მაჩვენებელი კვლავ ძალიან საყურადღებოა და უნდა ყველა საკითხი კარგად იქნეს აწონილი და ისე უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics