|
2020-12-21 13:51:01, 491 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - პანდემიის პერიოდში, 2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს
პანდემიის პერიოდში, 2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკის დიგიტალიზაციას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სტარტაპების განვითარებას. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური საგადასახადო რეჟიმი შემოიღო აიტი ინდუსტრიაში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მქონე კომპანიებისთვის. მისი თქმით, ამის შედეგად, ორი საერთაშორისო კომპანია „ეპამი" და „ექსადელი" საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ჯამში, 2000-მდე ადგილობრივი პერსონალის დასაქმებას გეგმავენ. ნათია თურნავას განცხადებით, მომავალში გაგრძელდება აიტი სპეციალისტების გადამზადების მასშტაბური პროგრამა და რეგიონალური ტექნოპარკების და უნივერსიტეტების ჩართულებით ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერის პროგრამები. მისი თქმით, 2020 წელს ბათუმში, კასპსა და გურჯაანში ტექნოლოგიური პარკები გაიხსნა და ეს პროცესი გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)