|
2020-12-21 12:44:02, 542 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - სტრატეგიულ სახელმწიფო საწარმოებში, რომელთა განკერძოება არ იგეგმება, უფრო მეტი კორპორატიზაცია მოხდება
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს საწარმოების კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას, კომერციული მიზნების პრიორიტეტიზაციასა და სტრატეგიულ მიზნებსა და საწარმოთა ფლობის რაციონალურობას. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, იმ სტრატეგიულ სახელმწიფო საწარმოებში, რომელთა განკერძოება არ იგეგმება, მიმდინარე რეფორმის შედეგად, მოხდება უფრო მეტი კორპორატიზაცია, ცივილური მეთოდებით მართვა, მენეჯმენტის სისტემის უფრო გამჭვირვალედ ჩამოყალიბება. საბოლოო ჯამში, ისაა ამოცანაა, რომ ეს საწარმოები იყვნენ ფინანსურად მდგრადები, დამოუკიდებლები და ჩვენი საფინანსო ბაზრების მნიშვნელოვანი მონაწილეები გახდნენ. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს სს „სახელმწიფო ელექტროსისტემაში“. „აზიის განვითარების ბანკთან და მსოფლიო ბანკთან ერთად ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც ეს ორგანიზაცია გაკოტრების რეჟიმიდან გამოვა და შეძლებს დამოუკიდებლად დაფინანსების მოზიდვას. აღნიშნული პროცესი სხვა სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)