13:35 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 11:57:17, 1134 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით აირჩევს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით აირჩევს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის წესი დღეს, 14:00 სთ-ზე გამოქვეყნდება და კენჭისყრა დაიწყება, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული მმართველობის უპრეცედენტო მექანიზმის დანერგვას იწყებს.

გამჭვირვალეობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გაძლიერების მიზნით,  პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის თანამედროვე, ელექტრონული მეთოდი, რათა ათი ათასობით ჩვენმა მოქალაქემ, თავისი მონაწილეობით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს  ამ პროცესში.

პარტიის თავმჯდომარედ ორი კანდიდატია წარდგენილი - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.

ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს. ყალბი გვერდები და ე.წ. ბოტები ვერ მიიღებენ დასტურს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად.

დღეს, 14:00 სთ-ზე გამოქვეყნდება არჩევნებში მონაწილეობის წესი და დაიწყება კენჭისყრა, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.

ორივე ღირსეულ კანდიდატს წარმატებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. პარტიის თავმჯდომარედ ორი კანდიდატი, ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე არიან წარდგენილნი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics