|
2020-12-19 13:21:25, 593 ნახვა
კომენტარი
ჰანს კლუგე - საქართველოში დადებითი დინამიკაა, თუმცა საბოლოო მიზნამდე არ მივსულვართ, ამიტომ, დაიცავით ზომები
საქართველოში დადებითი დინამიკაა, თუმცა საბოლოო მიზნამდე არ მივსულვართ, ამიტომ, დაიცავით ყველა ზომა, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსაწონია ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსის მართვაში ახალგაზრდა მედიკოსები არიან ჩართულნი. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს ყველაფერს, რათა მეტი ახალგაზრდა იყოს მიზიდული საექიმო პროფესიაში და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, რომ ახალგაზრდებისთვის ეს პროფესია იყოს მიმზიდველი, გვყავდეს მეტი მედდა, ექიმი, სამედიცინო მუშაკი. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, არის დადებითი დინამიკა თქვენს ქვეყანაში, მაგრამ საბოლოო მიზნამდე ჯერ არ ვართ მისული, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ ყველა ზომა“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)