|
2020-12-18 23:37:34, 631 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის „ევროპულ საქართველოსთან“ და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გადის
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის „ევროპულ საქართველოსთან“ და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გადის. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხდა. „მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ მე ვარ კონსულტაციებში ევროპულ საქართველოსთან, ლელოსთან, სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ერთ საკითხთან დაკავშირებით - ეს არის როგორ იქნას მიღწეული ახალი საპარლამენტო არჩევნები და როგორ არ დაზარალდეს დემოკრატია და ჩემი სამშობლო არ დაუბრუნდეს საქართველოს მაგივრად, საქართველო სსრ არ გახდეს ისევ. ამასთან დაკავშირებით ვარ კონსულტაციებში. ამას ერთმნიშვნელოვნად გიდასტურებთ. ჩემს პოლიტიკაში ჩართვაზე საარჩევნო კონტექსტში, არ მისაუბრია. არა იმიტომ რომ ეს რაიმე ტაბუირებული თემაა, იმიტომ რომ ახლა, არ არის ამის დრო. მაგრამ გიდასტურებთ, რომ მათ ველაპარაკები, მაგრამ სხვა თემაზე, ამაზე არ მისაუბრია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)