|
2020-12-18 15:01:15, 693 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ნებით თუ ძალდატანებით, ახალი არჩევნები ჩაინიშნება
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახალი არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად ჩაინიშნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება და მასში ოპოზიცია აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახალი არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად ჩაინიშნება. ნებით ჩაინიშნება თუ ძალდატანებით ჩანიშნავს ბიძინა ივანიშვილი, ეს უკვე მნიშვნელობის მატარებელი აღარ არის. ფაქტია, რომ ახალი არჩევნები იქნება, რადგან არ არსებობს ბუნებაში გამოსავალი გარდა ახალი არჩევნებისა, რომელიც დაძლევს ამ კრიზისს. ჩვენ იმ ფუფუნებას ვერ მივანიჭებთ ვერავის, რომ ვთქვათ თითქოს, ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ამიტომ, მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, ჩვენ იქ ვიქნებით წარმოდგენილი. პარალელურად სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნის გარშემო და ეს არის ახალი არჩევნები. პარლამენტში საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა „ქართულმა ოცნებამ“ თქვას მისი მუქარების რეალიზაციის შემთხვევაში თუკი ვინმე ჩავარდება უმძიმეს მდგომარეობაში, ეს იქნება თავად „ქართული ოცნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)