|
2020-12-18 12:35:18, 673 ნახვა
საზოგადოება
ჯანმოს წარმომადგენელი - საქართველოში რეკომენდაციების დაცვას დადებითი ტენდენცია აქვს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, რეკომენდაციების დაცვას, მონაცემების მიხედვით, საქართველოში დადებითი ტენდენცია აქვს. როგორც საქართველოში ჩამოსულმა ჯანმო-ს წარმომადგენელმა ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს, თუმცა გარდამავალ პერიოდში, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების სრული დაცვა. „ჩვენ ვისაუბრეთ და ნამდვილად, გვირაბის ბოლოს ჩანს შუქი, არსებობს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ საბოლოო შედეგამდე დროა დარჩენილი, ამიტომ ამ გარდამავალ პერიოდში, მნიშვნელოვანია, როგორც ევროპისთვის, ასევე საქართველოსთვის რეკომენდაციების სრული დაცვა რეკომენდაციები, როგორიცაა ხელის ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, რესპირატორული ჰიგიენა, ნიღბის ტარება, იმ შემთხვევაში თუ თავს ცუდად იგრძნობთ, სახლში დარჩენა, არის მარტივად განსახორციელებელი ზომები და არ მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებს, მაგრამ ეს ყველაფერი გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს, თუკი მას მივსდევთ და შევასრულებთ. მინდა გითხრათ, რომ მონაცემების თუკი შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ ზომების განხორციელებას დადებითი ტენდენცია აქვს დღეს საქართველოში. ჩვენ ვიმუშავებთ მომდევნო ხუთი დღის მანძილზე ქალბატონ მინისტრთან და მეტ ინფორმაციას მოვიპოვებ და მეტი მეცოდინება“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)