|
2020-12-17 23:06:48, 663 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო
საქართველოს პარლამენტის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა. ნაძვის ხე თბილისის მერმა აანთო. ღონისძიების მსვლელობისას კახა კალაძემ თანამოქალაქეებს პირდაპირი ეთერით მიმართა და აღნიშნა, რომ პადემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წელს, წინასაახალწლო და საახალწლო ღონისძიებების ფორმატი განსხვავებულია, რათა შემცირდეს ვირუსის გავრცელების რისკი და დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა. მისივე თქმით, დედაქალაქის წლევანდელი სლოგანია „თბილისი - სოლიდარობის ქალაქი“. „მოგესალმებით ყველაზე თბილი და ლამაზი ქალაქის მცხოვრებლებს, მივესალმები სრულიად საქართველოს, ჩვენს სტუმრებს, ჩვენს საყვარელ ემიგრანტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვადევნებთ თვალს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს. სწორედ თქვენი ჟრიამული, თქვენი სიხარულით სავსე თვალები არის ის სასწაული, რომელიც ნებისმიერ დღეს აქცევს დღესასწაულად. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ერთმანეთის სიცოცხლეს. ჩემო პატარებო, ალბათ იცით ამბავი ძალიან ლამაზ და მამაც გოგონაზე, რომელმაც სძლია უდიდეს ბოროტებას და პატარების მფარველად იქცა. დღეს ბარბარობაა და მინდა მოგილოცოთ, მივულოცო მთელ საქართველოს. ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომით და სოლიდარობით. პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ - ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს. იცოდეს, რომ არ გვეშინია, არასდროს დავნებდებით. ეს საახალწლო განათებები, ეს ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, არშეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო. წელს თბილისს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად, ვინაიდან, მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც პანდემიის პირობებში გვაქვს ქვეყანაში. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული - ეს არის ის, რისიც ეშინია ვირუსს. სიცოცხლე გრძელდება მეგობრებო, სიცოცხლე მშვენიერია! ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს! მოდი, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იმ იმედით, რწმენით, რომ 2021 წელი იქნება გამარჯვებების, მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი“, - განაცხადა თბილისის მერმა. ღონისძიება, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა და ხანმოკლე იყო. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა - Quintenssence.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)