|
2020-12-17 11:28:10, 608 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია - ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს მოკრძალებული და თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული. „დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის რეკორდები მყარდება. ისეთი რეკორდები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს. ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა, კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში, საახალწლო დღებში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, ოჯახის წრეში. რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს. უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია გამოწვევებით და დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ეკონომიკური აღდგენისთვის, თუ როგორ გავართმევთ თავს პირველ რიგში, ამ საახალწლო დღსასწაულებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)