|
2020-12-17 11:16:37, 533 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება
დღეს ჩვენ შეგვიძლია როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯი იყოს პასუხისმგებლიანი და გონივრული. „დღეს 28 ნოემბრიდან მე-20 დღეა, მას შემდეგ, რაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შესახებ ქვეყანაში. დღეს ჩვენ შეგვიძლია როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ინფიცირების შემთხვევები შედარებით სტაბილურია. უფრო მეტიც, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს გვაქძლევს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. რამეთი ეს არის პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როდესაც ვამბობდით, რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც ჩვენ მოვახერხეთ. დღეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში. ინფექციის გავრცელება ყოველდღიურად თითქმის ახალ რეკორდებს ამყარებს. როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ შეზღუდვებს, მათ შორის საახალწლო და საშობა შეზღუდვებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯი იყოს პირველ რიგში პასუხისმგებლიანი და გონივრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გარდამავალი მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)