|
2020-12-16 12:53:56, 536 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - საყოველთაო მობილობის შეზღუდვა არ განიხილება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში საყოველთაო მობილობის შეზღუდვა არ განიხილება. თურნავამ აღნიშნა, რომ საუბარი ისევ წერტილოვან შეზღუდვაზე მიმდინარეობს. „ბევრი ქვეყანა საახალწლო პერიოდში მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. მტელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ეს ახალი წელი არ არის ჩვეულებრივი. ის დადგება იმ ფონზე, როდესაც მილიონნახევარზე მეტი ადამიანი მსოფლიოში გარდაცვლილია ვირუსით, აქედან გამომდინარე გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვები, თუმცა ჩვენ ასეთ მოდელს არ განვიხილავთ. საყოველთაო მობილობის შეზღუდვა მაშინაც არ დაგვიწესებია, როდესაც უფრო მკაცრი შეზღუდვების პერიოდი იყო გაზაფხულზე. ჩვენ კვლავ წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ და იმედი გვაქვს რომ ამ ტაქტიკით ჩვენ გავალთ ფონს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)