|
2020-12-16 11:56:39, 405 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-6 სხდომაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-6 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ონლაინშეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები განიხილეს. შეხვედრაზე კახაბერ საბანაძემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საზღვრის მართვის, ორგანიზებული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ონლაინშეხვედრაზე ხაზი გაესვა უვიზო რეჟიმის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. დამატებით, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს მზაობა, შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი - ლუკ დევინი; ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი კარ ჰერცელი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები. ქართული მხრიდან შეხვედრას მოდერაცია გაუწია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - ვახტანგ მახარობლიშვილმა. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)