|
2020-12-15 15:58:19, 718 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი დაეხმარა ხელისუფლებას, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ეფექტური ყოფილიყო. "საქართველოს, ისევე როგორც მთელს მსოფლიოს ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში უწევს ცხოვრება, ამ გამოწვევას ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გაართვა ზიანის გარეშე თავი. რომ არა საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა. მიუხედავად, ჩვენს მიერ პროგნოზირებადი მეორე ტალღის პიკური ეტაპისა, ბოლო დღეებში პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება, რაც მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზოგადოების დამყოლობამ გამოიწვია. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაწესებულ შეზღუდვებს. ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს იმას, რომ გარკვეული შეზღუდვების დაწესება რელევანტური და დროული იყო. ამ ნაბიჯების გადადგმის საშუალება, ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომელის მოქმედების ვადაც იანვრამდე განისაზღვრა. ეს ვადა რამდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცერებთ კანონპროექტს, რომელიც მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო, 6 თვით გახანგრძლივდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)