|
2020-12-14 18:18:02, 704 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განხორციელდა
ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განხორციელდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გაიმართა, რომელიც „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში გაიმართა. მინისტრის თქმით, ენერგეტიკის დარგის განვითარება ძალიან სწრაფად მიდის - პრაქტიკულად, დასრულდა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. „მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორცილედა მნიშვენლოვანი ენერგეტიკული პროექტები, რაც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, მათ შორის 2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ან მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 670 მგვტ-მდე ჯამური დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურები. დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 230 მგვტ სიმძლავრის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გარდაბანში. ცოტა ხნის წინ დასრულდა ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთ, 272 მგვტ სიმძლავირს თბოსადგურისთვის, რომლის მშნებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასევე განხორცილდა უმარავი პროექტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით: აშენდა ორი ახალი მაგისტრალური მილსადენი, ქვესადგურები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ა.შ.", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)