22:38 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 12:43:44, 641 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ინციდენტობის მაჩვენებლით, კორონავირუსის პიკი თითქოს გადავიარეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინციდენტობის 7 დღის მაჩვენებლით, ქვეყანაში პიკი თითქოს გადავლილია.

მისი თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა მრუდზე კლება დაიწყო, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმის ნიშანია, რომ გარკვეულად გამოჩნდა ტენდენცია ინფიცირების მაჩვენებლის კლებისა ქვეყანაში. მაქსიმალურად ვლინდებიან ინფიცირებული პაციენტები აქტიური გაფართოებული ტესტირების ფონზე და ამის პირველი ნიშნები გამოჩნდა. ეს გახლავთ შედეგი იმ შემზღუდველი ღონისძიებების, რომელიც ქვეყანაში დაწესდა ნოემბრის ბოლოს. შემზღუდველმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გაზაფხულზეც, როდესაც ჩვენ შედარებით მსუბუქად დავძლიეთ გაზაფხულის ტალღა.

შესაბამისად, 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით, რომელიც არის ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, უკვე გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. ჩვენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვამბობთ, რომ პიკში ვიყავით და ახალი შემთხვევების რიცხვმა ამ მრუდზე უკვე დაიწყო ქვე სვლა. ეს არის პირველი ნიშნები. არავითარი საფუძველი არ არის თვითდამშვიდების, რადგან ეს არის ძირითადად რამოდენიმე ფაქტორით განპირობებული, როგორებიცაა: შემზღუდველი ღონისძიებები, გაფართოებული ტესტირება და გაზრდილი ნიღბის ტარების კულტურა ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics