|
2015-09-28 18:03:53, 790 ნახვა
სამართალი
აბაშიძის ქუჩაზე ორი მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, უნცობმა პირმა გასროლა ავტომობილიდან განახორციელა და ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომი ორი მამაკაცი დაჭრა. ამასთან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ ერთ-ერთი დაჭრილი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა და მომხდარს ისინი სწორად აღნიშნულს უკავშირებენ. „ექსპრესნიუსი“ სასწრაფო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მხოლოდ ერთ პირს მოემსახურა. „სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოემსახურა ერთ დაზარალებულს და ფეხის არეში მიყენებული ჭრილობით გადაიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - აცხადებენ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი მსუბუქად არის დაჭრილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფოტო სოციალური მედიიდან
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)