23:41 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 11:52:13, 549 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, 175 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით ნაძალადევის რაიონში  მიმდინარე წელს 175 პროექტი განხორციელდა. ასევე, 38 მიმდინარე პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.

მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ცოტნე დადიანის ქუჩა N261-ში, სადაც კორპუსის გარე და შიდა წყალარინების სისტემა ჯამში, 330 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, მონტაჟდება 7 საკომუნიკაციო ჭა. ქსელის შეცვლის შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 62 700 ლარია.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით წელს საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. აქტიურად ვთანამშრომლობდით მოსახლეობასთან. 175 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა, 38 პროექტი კი წლის ბოლომდე დასრულდება. კონკრეტულად, ცოტნე დადიანის 261-ში სახურავი რეაბილიტირდა და ამ ეტაპზე, წყალარინების ქსელი იცვლება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 3 113 160 ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics