05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 17:24:52, 2853 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგებელმა სახლების მშენებლობის პროცესი ადგილზე დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დღეს, მოადგილესთან გიზო სართანიასთან, სოციალური განყოფილების უფროსთან გოგი რევიასთან და შპს „შაკო+“ –ს წარმომადგენელთან ერთად უკიდურესად შეჭირვებულ და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი რამდენიმე სოფელში დაათვალიერა.

გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში: ჭითაწყარი, ცაცხვსა და ჩხორიაში ერთი ერთოთახიანი და ორი სამოთახიანი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

ედიშერ თოლორაია ბენეფიციარებს საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას დაპირდა და განაცხადა, რომ სახლები სადაც ბენეფიციარები იცხოვრებენ იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და ისინი თავს სრულფასოვან პიროვნებებად იგრძნობენ.

ბენეფიციარებმა ამ ინიციატივისთვის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას და მის მოადგილეს გიზო სართანიას მადლობა გადაუხადეს.

ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები 13 ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად მიმდინარეობს და ის 45 დღეში დასრულდება.

ცნობისთვის, პროექტის მიხედვით 22 – 41 კვ/მ ერთოთახიანი და სამოთახიანი სახლები აშენდება. ერთოთახიანი სახლები მარტოხელა და ორ სულიანი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო სამოთახიანი, სამი და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახისთვის. პროექტის ფარგლებში სახლებს დასრულებული ფორმა ექნებათ. ბენეფიციარის საცხოვრებელი სახლი მოწესრიგებული სამზარეულოთი, სველი წერტილებით, მზის გამათბობელით, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრებითა და ლამინირებული იატაკით იქნება უზრუნველყოფილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics