|
2020-12-11 17:54:40, 585 ნახვა
პოლიტიკა
მე-10 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია
მე-10 მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი, ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს კი მიხეილ სარჯველაძე უხელმძღვანელებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაია, საპროცედურო საკითხთა და წესდების კომიტეტის თავმჯდომარე კი ირაკლი ქადაგიშვილი იქნება. რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სოზარ სუბარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე, ხოლო დარგობრივ-ეკონომიკურ კომიტეტს დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კი მაია ბითაძე იქნება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ ნიკოლოზ სამხარაძე აირჩიეს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კი მაკა ბოჭორიშვილის იქნება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ბექა ოდიშარია, ჯანდაცვის კომიტეტს კი დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს კი მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)