|
2020-12-11 17:26:16, 865 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი - ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ახალი საგანმანათლებლო პროექტი - ინგლისური ენის სწავლების კურსი დაიწყო. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულები ინგლისური ენის კურსს ონლაინ რეჟიმში გადიან. ამ ეტაპზე პროექტში ჩართვის სურვილი 13-მა მსჯავრდებულმა გამოთქვა და მათთვის ინგლისური ენის სასწავლო კურსი ნულოვანი დონიდან დაიწყო. ბრიტანეთის საბჭოს მასწავლებელი გაკვეთილს კვირაში სამჯერ ატარებს. სასწავლო კურსი მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, ინგლისური ენა საბაზისო დონეზე შეისწავლონ და საკომუნიკაციო უნარები განივითარონ. პროექტის პარტნიორი, ბრიტანეთის საბჭო - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა და ის ხელოვნებისა და კულტურის, ინგლისური ენის, განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სფეროებში თანამშრომლობას უწყობს ხელს. ორგანიზაციის მოქმედების არეალი ექვსი კონტინენტის 100-ზე მეტი ქვეყანაა. საქართველოში კი ბრიტანეთის საბჭო 1993 წლიდან საქმიანობს. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულების სწავლების, პროფესიული გადამზადებისა თუ დასაქმების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს. მშობლიური და უცხო ენების კურსები, ამ ეტაპზე 4 პენიტენციურ დაწესებულებაში ტარდება ონლაინ ფორმატში და სწავლებაში 26 არასრულწლოვანი, 11 სრულწლოვანი და 9 ქალი მსჯავრდებულია ჩართული. ცენტრი ბენეფიციარებს პროგრამებს დასაქმების მიმართულებითაც სთავაზობს. მათში, ჯამში, 18 პატიმარი მონაწილეობს. გარდა იმისა, რომ ჩართულობა მსჯავრდებულებს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ეხმარებათ, თვრამეტივე პატიმარი შესრულებული სამუშაოსათვის შესაბამის ანაზღაურებასაც იღებს. პროექტები ხორციელდება პირობით მსჯავრდებულებისთვისაც, მათი განათლებისა და დასაქმებისათვისაც. ამ პროგრამების ფარგლებში 5 პირი დროებით, ხოლო 3 - ხანგრძლივი ვადით დასაქმდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)