|
2020-12-10 18:29:02, 550 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა საახალწლო დღეებში სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით, მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს. ბილეთების შეძენა ონლაინ დღეიდან შეგიძლიათ. სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის მეშვეობით: www.railway.ge ან აპლიკაციის მეშვეობით ჩამოტვირთეთ აპლიკაცია: https://applk.io/georgianrailway ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი ვებ-გვერდებიდან: www.tkt.ge; www.biletebi.ge; www.matarebeli.ge; შეგახსენებთ, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. მატარებლების მოძრაობის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ გრაფიკებში: საქართველოს რკინიგზა ჯანმრთელობას და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)