08:07 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 14:38:22, 706 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროება დღეს უნდა გადაწყვიტოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროება.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ცნობილია, თუმცა საზოგადოებას უფლება აქვს ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია.

„პრობლემაა და რჩება სერიოზულად, რომელიც დღეს უნდა გადაწყდეს ყველა შემთხვევაში გასაჯაროება ყველა იმ რელევანტური დოკუმენტის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიცია ცნობილია, დეტალებს მნიშვნელობა აქვს და საზოგადოებას უფლება აქვს, ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია. ვისთვისაც მისაღები აღმოჩნდება, რომ შევიდეს პარლამენტში ბუნებრივია, ამაზე რეაქცია სხვების და საზოგადოების გადასაწყვეტია. მე იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო არ გახდება. დაგვიანდა, მაგრამ იმედი მაქვს, საზოგადოება გაგვიგებს. მედიატორებსაც თავისი პოზიცია აქვთ, ზოგჯერ მცდარი და ზოგჯერ სწორი. გასაჯაროება იმ პოზიციების რაც აქვთ მხარეებს, მოჰფენს ნათელს ყველაფერს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics