00:53 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 23:13:31, 931 ნახვა

საზოგადოება
გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა, სამეგრელოს რეგიონში, მძიმე კატეგორიის ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი  კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში 68 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც  საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა.

ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 55 დევნილი  ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ,  გადაეცემათ. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან  ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 9, 10 და 11 დეკემბერს გაიმართება.

ზუგდიდში, დამატებით, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართებს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.

ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში  მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ დაიხურება.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც  საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ იხილეთ ბმულზე: https://idp.gov.ge/statement-29/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics