|
2020-12-07 15:21:36, 538 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას დეველოპერული კომპანია „არქი“ შეუერთდა
პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქცია ისევ გრძელდება. დღეს დეველოპერულმა კომპანიამ „არქი“ თბილისის მერიას სოციალურად დაუცველი 500 ოჯახისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, „არქის“ დამფუძნებელ ილია წულაიასთან და მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის თქმით, კომპანიების მხრიდან მხარდაჭერის პარალელურად, თბილისის მერიამ უკვე შეძლო დამატებითი თანხების მობილიზება სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე მოსახლეობის დასახმარებლად. „ჩვენ ვაგრძელებთ დახმარების პროექტს. შევქმენით სპეციალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ჩაერთოს აქციაში და დავეხმაროთ ოჯახებს, ვისაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა. გარდა ბიზნესისა, მუნიციპალიტეტმა გამოყო სარეზერვო ფონდში თანხები და ეს თანხები მიმართული იქნება პროდუქტების შესაძენად, რომელიც შემდეგ დაურიგდება იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდება ჩვენი მხრიდან თანადგომა. მინდა მადლობა გადავუხადო დეველოპერულ კომპანიას „არქი“, რომელმაც 500 ოჯახისთვის მოიტანა პროდუქტები. ისინი მომდევნო დღეების განმავლობაში დარიგდება. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს, ჩაერთონ ამ ძალიან კეთილ საქმეში. სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დავეხმაროთ და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში ამ გაჭირვების დროს“, - განაცხადა კახა კალაძემ. პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქციას ამ ეტაპზე 25-ზე მეტი ბიზნესკომპანია შეუერთდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)