|
2020-12-07 13:42:43, 1298 ნახვა
ომი უკრაინაში
ბიზნესმენი, ლუტეციას მფლობელი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა
ქართველი ბიზნესმენი, ლუტეციას მფლობელი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, ვახტანგ ფხაკაძის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ჟურნალისტი ეკა ხოფერია, წერს, რომ ეს დარტყმაა მისთვის რადგან, ძვირფასი მეგობარი დაკარგა. "უნიკალური ადამიანი, რომელმაც სილამაზის მთელი სამყარო შექმნა "ლუტეცია" ჯგუფის ქვეშ. უდიდესი გეგმებით წინ . ცუდად რომ გახდა და დამძიმდა სულ ვამბობდი ჩემთვის, რომ შანსი არაა, გადარჩება, იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული , მინიმუმ ასი ადამიანის გასაკეთებელი.... კოვიდი რომ დაიწყო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ერთი ადამიანი არ გაუშვია სახლში, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას სამსახური ჰქონოდა და არავინ დარჩენილიყო შემოსავლის გარეშე, ჰო დაკეტილი მაღაზიების მიუხედავად. საახალწლოდ ჩვეულებრივი სარეკლამო კამპანია არ მექნებაო , არ მინდა არ მერეკლამება, მათ დავეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდაო. ეს თქვა. მარტის თვეში "ლუტეციას" გმირებად არა ცნობილი ადამიანები, არამედ ქალები ეკრანს მიღმა აარჩია, განსაკუთრებული საჩუქრებით და მათზე ისტორიებით პატარა ვიდეოები გადაიღეს ძალიან მაგარ გოგოებზე და ამაყობდა ამით."-წერს ეკა ხოფერია. "ძალიან,ძალიან დამწყდა გული ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი" -აღნიშნა მომღერალმა სალომე ბაკურაძემ. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის, საქართველოში „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელისა და პრეზიდენტის, ღირსეული პიროვნების, ერთგული მეგობრისა და ყველა გაჭირვებული ადამიანის გვერდით მდგომის, სიკეთით სავსე ადამიანის, ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების გამო. ვახტანგი იყო მეუფე იაკობის კურსელი და დიდი ხნის მეგობარი. ვუთანაგრძნობთ ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“,- ნათქვამია ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ სამძიმრის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)