|
2020-12-04 22:09:36, 424 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის შეხსენება კომპანიებს - საშემოსავლო და ქონების გადასახადის 2021 წლის 1 იანვრამდე გადავადებისთვის შესაბამისი განცხადების ფორმით მიმართონ უწყებას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, 2021 წლის 1 იანვრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში. აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, მეწარმე სუბიექტებს შესაბამისი განცხადების ფორმით უნდა მიემართათ შემოსავლების სამსახურისთვის, რათა მათ მიმართ არ განხორციელებულიყო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაზეც სპეციალური განცხადება და საჯარო მოწოდება გაკეთდა უწყების მიერ და შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნათ გადამხდელებს. აღნიშნული გადავადებით, უკვე ისარგებლა 670-მა გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდათ ვალდებულება და მათ მიმართ არანაირი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გატარებულა, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი განცხადება, თანხების გადაუხდელობის გამო ავტომატურ რეჟიმში გავრცელდა იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს გლობალური პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას და გამოთქვამს მზადყოფნას კვლავ განიხილოს გადამხდელთა მიერ წარმოდგენილი წინადადებები და იმსჯელოს სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებების ვადის გადავადების თაობაზე.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)