|
2020-12-01 23:42:28, 737 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანმა საქართველოს უსასყიდლოდ 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი გამოუყო
აზერბაიჯანმა უსასყიდლოდ გამოუყო საქართველოს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი. -ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსული პანდემიის ფონზე და ბოლო პერიოდში, საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სრულად გადაწყდა კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ჟანგბადით მომარაგების საკითხი. "საქართველოს მთავრობის დავალების თანახმად, აღნიშნული საკითხის მოგვარებაში, აქტიურად არიან ჩართულნი საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები. საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით, ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება. საელჩოს სურს მადლობა გადაუხადოს აზერბაიჯანულ კომპანიას Baku steel, რომელმაც უსასყიდლოდ გამოუყო საქართველოს კოვიდ-კლინიკებს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი და აგრეთვე, ამავე კომპანიამ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ მთელს ამ შრომატევად პროცესში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა, შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა - ეკონომიკისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროებმა, რკინიგზის დეპარტამენტმა და საბაჟო კომიტეტმა. უახლოეს პერიოდში, იგეგმება თხევადი სამედიცინო ჟანგბადის შესაბამისი მარაგების მიწოდება აზერბაიჯანიდან საქართველოში, როგორც სახმელეთო გზით ასევე რკინიგზის საშუალებით", - ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)