00:11 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 12:48:20, 1487 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის გამართლი მოლაპარაკებების შემდეგ, მოსკოვმა და ანკარამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას გაერთიანებული ცენტრის საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ. ქვეყნები ემზადებიან, რომ მალე დაიწყოს აღნიშნულმა ცენტრმა მუშაობა. 

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგში, თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის ფარგლებში.

 

მისივე თქმით, აზერბაიჯანში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნა აკმაყოფილებს თურქეთის ეროვნულ ინტერესებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics