|
2020-11-30 13:26:37, 627 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც დამონტაჟდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც დამონტაჟდება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში ჟანგბადების პრობლემა რეალურად გადაჭრილია. „იცით, რომ რუხის საავადმყოფოში უკვე დამონტაჟებულია ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი, რაც სრულად უზრუნველყოფს რუხის საავადმყოფოსთვის საჭირო სრულ მოცულობას. შემდეგი დანადგარები იგეგმება, რომ დაიდგას ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში, ხოლო მას შემდეგ რაც ეს განხორციელდება, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც დაიდგმება ასევე ჟანგბადის წარმომქმნელი კონცენტრატორი. ყველა დანარჩენ კონცენტრატორთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. აუცილებლად ექნება ასევე ახალ ინფექციურ საავადმყოფოს თავისი დამოუკიდებელი ჟანგბადით უზრუნველყოფა და განვიხილავთ სხვა საჭირო შესაძლებლობებსაც, თუ რომელ კლინიკას აქვს უფრო მეტი საჭიროება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)