01:19 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 12:18:47, 699 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში პირველი საერთაშორისო ჰაკათონი დაიწყო

საქართველოში პირველი საერთაშორისო ჰაკათონი დაიწყო, რომელშიც პროგრამისტები, დეველოპერები, გრაფიკულ დიზაინერები, მარკეტერები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ გახსნა.

„ეკონომიკის სამინისტროს მთავარ მიზანს ინოვაციური კომპანიების ხელშეწყობა  წაროადგენს, რათა ისინი  ბაზარზე გაჩნდნენ. ესტონეთის მთავრობის ხელშეწყობით, ამ ღონისძიებაში მრავალწლიანი გამოცხდილების იქაური ექსპერტები მონაწილეობენ. ისინი  დამწყებ გუნდებს დაეხმარებიან გახდნენ უფრო კონკურენტურანიანები, როგორც დამწყებ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“,  - აღნიშნა ღინისძიების გახსნამდე ირაკლი ქაშიბაძემ.

ქაშიბაძის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ახლადშექმნილ კომპანიებს ხელს შეუწყობს, რათა სტაბილურ ბიზნესად გადაიქცეს.

„ჩვენ ჰაკათონის  თანაორგანიზატორები ვართ. ღონისძიება 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და ამ  დროის ფარგლებში უნდა შეიქმნას დამწყები კომპანიები. შემდგომ ჩვენ უკვე დამატებით ხელს შევუწყობათ, რათა სტაბილურ ბიზნესად გადაიქცეს“,  - განაცხადა ქაშიბაძემ.

ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორია „ჯეოლაბი“, რომელმაც ხელი  ამ ღონისძიების დაანონსებას შეუწყო.

„ჯეოლაბი არის ჰაკათონის პარტნიორი ინოვაციების ლაბორატორია.   წელს ეს ღონისძიება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის არის პირველი საერთაშორისო ჰკათონი საქართველოში. პროგრამისტების კონკურსი უკვე რამდენიმე წელია იმართება. ბევრი საინტერესო პრექტი შეიქმნა და ის, რომლებიც აქ გაიმარჯვებენ, ექნებათ შანსი, რომ გავიდნენ ევროპულ ბაარზე“, - განაცხადა ჯეოლაბის რექტორმა სანდრო ასათანმა.

ჰაკათონი საქართველოში მესამედ ტარდება. წინა წელს 4 პროექტი გახდა გამარჯვებული და მათზე 10 000 ლარიანი საპრიზო ფონდი გადანაწილდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics