23:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 17:27:41, 978 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო - ახალი კონტიტუციის მიღების შემდეგ, მე პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ ვიქნები

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ის თანამდებობას დატოვებს, - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „ბელტა" ავრცელებს.

„მე კონსტიტუციას ჩემ თავზე არ ვირგებ. ახალი კონსტიტუციით მე უკვე თქვენთან, როგორც პრეზიდენტი აღარ ვიმუშავებ. ამიტომ დამშვიდდით, ამას მშვიდად გადაიტანთ", - აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო.

ამასთანავე, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსს სჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც აუცილებლად უნდა წაადგეს ქვეყანას.

„არასდროს დავუშვებ, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებისას, ვინმემ არჩევნები გააყალბოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეცოდინება, რომ შედეგები ისეთი არ არის, როგორიც მე მინდა. რატომ? იმიტომ, რომ ბელარუსმა ერმა უნდა გაიაროს ის, რაც გასაველი აქვს“, – დასძინა ბელარუსის პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics