|
2015-09-25 20:37:27, 831 ნახვა
სამართალი
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ოზურგეთში 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1980 წელს დაბადებული დავით ბ, 1983 წელს დაბადებული ჯაბა ლ. და 1979 წელს დაბადებული დავით მ. ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ფაქტზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით,ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე, პოლიციის ავტომანქანას ქვეითად მოძრავმა სამმა პირმა გზა გადაუჭრა და მოძრაობის საშუალება არ მისცა. "ავტომანქანიდან გადმოსულმა სამართალდამცველმა ბრალდებულებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. დავით ბ-მ, ჯაბა ლ-მ და დავით მ-მ სამართალდამცველს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელმა თავდაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. გამოძიება ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)