|
2020-11-26 00:28:56, 491 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ სამგორის რაიონში ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარედ, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა. ახლადრეაბილიტირებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. „სამგორის რაიონში მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს არის რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 8 000 კვ.მ ფართობზე, რომლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ მომხდარიყო ამ სივრცის მოწესრიგება და განახლება. დაირგო ახალი ხე-მცენარეები, დასასვენებელი სივრცეები, გაჩნდა ატრაქციონები და სასიამოვნოა, რომ ცივი ამინდის მიუხედავად, სკვერში ბავშვები არიან და ვარჯიშობენ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და პოპულარიზაციას. ჩვენი მიდგომაა, არა მხოლოდ სამგორის რაიონში, არამედ ყველა სხვა რაიონში, სადაც შესაძლებელია განახლება და მსგავსი სივრცეების მოწყობა, ყველგან განვახორციელოთ მსგავსი პროექტები. სიმწვანე და გაუმჯობესებული ეკოლოგია, ეს ის არის, რაც ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ. სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო განათების, ვიდეომეთვალყურეობის და სარწყავი სისტემები, საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკები, მშრალი ტიპის შადრევანი, საბავშვო და სპორტული მოედნები, კიბეები, დეკორატიული საყვავილე ქოთნები, ველოპარკინგი, სასმელი წყლის სოკო და წყარო, ასევე, განთავსდა საპარკე ფურნიტურა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები: დაირგო სხვადასხვა სახეობის 484 ხე და 62 ძირი ბუჩქი, ასევე, 1879 ძირი ბალახოვანი მცენარე; 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი. პროექტი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა. ადგილზე თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და სამგორის რაიონის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)