06:01 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 11:05:34, 512 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა ვაკის რაიონის მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროული დარეგისტრირებისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვაკის რაიონში 20 ნოემბრიდან ამოქმედებული ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან  დაკავშირებით, მოსახლეობას მიმართა და სთხოვა, რომ სატრანსპორტო საშუალებების უფასოდ დარეგისტრირების მიზნით პარკირების ზონებზე განთავსებულ  მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ.

მისივე თქმით, საათობრივი პარკირების ზონებზე განაწილებული ინსპექტორები სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და საფასურის გადახდასთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციას ადგილზე უწევენ.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ზონალურ-საათობრივი პარკირებაა, რომლის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. აღნიშნული უკვე ამოქმედდა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანზე, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე. შემდეგი ეტაპი უკვე 20 ნოემბრიდან ამოქმედდა ვაკის რაიონში. კონკრეტულად ეს არის ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილი და მისი მკვეთი ქუჩები. ჩვენ ვაგრძელებთ ამ სისტემის დანერგვას მთელი ქალაქის მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ვაკის მოსახლეობას, რომ ვინც ვერ მოახერხა დარეგისტრირება ავტომობილების, იმისთვის, რომ მათ ისარგებლონ უფასო პარკირებით, დროულად მიმართონ ადგილზე არსებულ მუნიციპალურ პავილიონებს. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონკრეტულ ლოკაციებზე და მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში. ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ განთავსებული მუნიციპალური პავილიონების მეშვეობით  მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ყველანაირი სერვისით, რაც უკავშირდება პარკირებას, რეგისტრაციას, საფასურის გადახდას“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics