|
2020-11-23 10:29:15, 555 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან
იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ. 22:00 საათის შემდეგ კი, გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებიან. მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. პანდემიის პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა სხვა არაერთი ღონისძიება გაატარა: · მიმდინარე წლის 5 მაისიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მუშაობდნენ და მოქალაქეებს სერვისებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით აწვდიდნენ; · 1-ლი ივნისიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები, ნაცვლად 09:00-დან 18:00 საათისა, 09:00-დან 24:00 საათამდე გასცემდნენ 400-ზე მეტ სერვისს, მოქალაქეებს მომსახურების მიღება კვლავ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით შეეძლოთ; · 9 ნოემბრიდან, ახალი შეზღუდვების გათვალისწინებით, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს ყოველდღე, 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ; · 22 ნოემბრიდან კი, იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებენ. რეგულარულად, მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება საქართველოში მოქმედ ყველა, 25-ვე იუსტიციის სახლსა და 85 საზოგადოებრივ ცენტრში. იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს ხუთენოვან სერვისს სთავაზობს - დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს. იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქე: · ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge; · პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას. მნიშვნელოვანია, რომ: · წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება; · ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)