23:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 12:33:30, 545 ნახვა

კომენტარი
IDFI - საკონსტიტუციო სასამართლოს პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელებზე გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია

საკონსტიტუციო სასამართლოს პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელებზე გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია, - ამის შესახებ IDFI აცხადებს.

მათი ცნობით, პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არის შეტანილი 15 სარჩელი.

„პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არის შეტანილი 15 სარჩელი. სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში სასამართლოს რეაგირება პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე არის მინიმალური და სიმბოლური.

პირველი 2 თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლო ეფექტურობით განიხილავდა პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელებს. პირველი სარჩელის რეგისტრაციიდან, მომდევნო 50 დღის განმავლობაში სასამართლომ 8 სარჩელი განიხილა განმწესრიგებლი სხდომის, ხოლო 2 არსებითი განხილვის ფორმატში. შედეგად, საზოგადოებაში დამკვიდრდა მოლოდინი, რომ პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე კონსტიტუციური კონტროლი იქნებოდა ეფექტური და დროულად მიიღებოდა შესაბამისი გადაწყვეტილებებიც. ეს მოლოდინი არ გამართლდა.

ვითარება რადიკალურად შეიცვალა ივნისის შემდგომ.  ბოლო 6 თვის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს პანდემიასთან დაკავშირებული არც ახალ და არც  მანამდე შემოტანილ სარჩელები არ განუხილავს არსებითად და არც გადაწყვეტილება მიუღია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics