02:56 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 12:23:26, 855 ნახვა

პოლიტიკა
„ენმ - ძალა ერთობაშიამ“ არჩევნების მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

„ენმ - ძალა ერთობაშიამ“ არჩევნების მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად მოხსნა.

აღნიშნულის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოიკოტს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატებიც უერთდებიან და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

„ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულია ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ სახელით ჩვენ, ის 12 მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინც ბიძინა ივანიშვილის დაწერილი, გაყალბებული არჩევნების შედეგად ვართ დღეს მეორე ტურში, უარს ვაცხადებთ და არ ვიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, რომელიც დადგა ივანიშვილმა 31 ოქტომბერს. მას უნდა, ეს ყველაფერი გააგრძელოს 21 ნოემბერსაც. ასევე, ამ ბოიკოტს უერთდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატი, რომელიც დღეს იმყოფება მეორე ტურში. ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმ გაყალბებულ არჩევნებში, რომლითაც ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა არჩევანი“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics