|
2020-11-18 18:02:58, 677 ნახვა
რეგიონი
ეკომიგრანტმა ოჯახებმა სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართები შეიძინეს
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის პროგრამის „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში 7 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდება. რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა. პროგრამის ბიჯეტი 2 800 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 100-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. მიმდინარე წელს საცხოვრებელი ჯამში შეიძიან 40–მა ეკომიგრანტმა ოჯახმა. საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე დაესწრო. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 482-მა ოჯახმა შეიძინა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)