02:54 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 17:27:13, 599 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ჩვენი მოთხოვნები ძალაში რჩება, ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოადგილესთან შეხვედრაზე, ოპოზიციამ აუხსნა ფილიპ რიკელს ყველა ის ფაქტორი, თუ რატომ არ შედის პარლამენტში.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მოთხოვნები ძალაში რჩება და ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება არ მოხდება.

„ჩვენი მოთხოვნები ძალაში რჩება, ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება და ჩვენ ავუხსენით, რომ ძალიან მარტივია მოწოდება, რომ პარლამენტში შევიდეთ და რაღაცაზე ვიმსჯელოთ, საზოგადოებას გამოვლილი აქვს, რომ პარლამენტში არაფერი არ იცვლება, აქედან გამომდინარე წინასწარ უნდა მოხდეს ყველა საკითხზე შეთანხმება, რომელზეც შეიძლება იყოს მსჯელობა შემდგომში პარლამენტში, თუ პარლამენტს გარეთ. ის, რომ ახლა ჩვენ ავდგეთ, თავი დავადოთ და ვინმე შევიდეს პარლამენტში და იქ მერე საპარლამენტი ინიციატივებით დავაყენოთ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები, სასაცილოა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics