07:04 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 11:11:59, 446 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ - „ინვესტორთა დღე 2020“ ვირტუალურად გამართა

„საქართველოს ბანკმა“ არსებული და პოტენციური ინვესტორებისა და ანალიტიკოსებისთვის  - “ინვესტორთა დღე 2020” ონლაინ რეჟიმში გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში მენეჯმენტის წევრებმა ბანკის სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, პანდემიის პერიოდში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საცალო, კორპორაციულ და საინვესტიციო მიმართულებებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო საბანკო სექტორში მიმდინარე ცვლილებებს.

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული, მოწინავე ბანკია, განსაკუთრებით, გადახდებისა და ციფრული პლატფორმების მიმართულებით. ბანკი მნიშვნელოვნად ავითარებს ციფრულ ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებს, რათა მომხმარებლებს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი შესთავაზოს, გახადოს მეტად პერსონიფიცირებული.

„საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უცხოელი ინვესტორების მხრიდან მაღალია ინტერესი ზოგადად საქართველოს ეკონომიკისა და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან  მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისა და ბანკის სამომავლო ხედვისა და გეგმების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა. მსგავსი შეხვედრები იძლევა  კარგ შესაძლებლობას საქართველოში მოქმედი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად", -განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ინვესტორთა დღე 2020“-ს ესწრებოდა 200-მდე მოწვეული ინვესტორი და ანალიტიკოსი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics