21:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 18:00:21, 735 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, წარსულში სამჯერ ნასამართლევმა და განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებს განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა ს. ბ-მ დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის სამჯერ, მათ შორის, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა, 1983 წელს დაბადებულმა ს. ბ-მ 2014 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დრეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ს. ბ. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ 2014 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

დაკავებისას ს. ბ-მ თეთრიწყაროს რაიონში, სამართალდამცველებს „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის გამოყენებით შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ძებნილი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას დაეყარა იარაღი და ჩაბარებოდა. ს. ბ-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა იძიებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics