00:38 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 13:15:16, 487 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია ოპოზიციის აქციაზე - ეს არის შესაძლებლობა, დავანახოთ მსოფლიოს, რომ არ ვიღებთ სამარცხვინო ოლიგარქის თამაშის წესებს

ეს არის ოპოზიციის შესაძლებლობა, დავანახოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ არ ვიღებთ სამარცხვინო ოლიგარქის თამაშის წესებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მაიკ პომპეო კარგად არის ინფორმირებული იმ ვითარების შესახებ, რაც საქართველოშია.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული ვითარების შესახებ, მას საელჩოც აქვს აქ და ბევრი სხვა წყაროც. ჩვენ, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც შეერთებული შტატების იმ სტრუქტურებთან, ვინც ამ რეგიონთან არის დაკავშირებული ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ.

ეს ოპოზიციის შესაძლებლობაა, რომ მსოფლიო მედიისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, არმარტო სახელმწიფო მდივნისთვის ამ პოზიციის კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირების, რომ ქართული საზოგადოება არასოდეს არ მიიღებს იმ თამაშის წესს, რომ ვინც მთავრობაშია, ესეთი სამარცხვინო ოლიგარქია ან თუნდაც მასზე უკეთესი მთავრობა წყვეტდეს სადამდე იქნება მთავრობაში და არა ქართველთა უმრავლესობა“, - განაცხადა ბოკერიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics