00:35 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 17:53:28, 667 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ოპოზიციამ ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე უარი თქვა

როგორც ჩანს, ოპოზიციის ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე, ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ არ უნდა გახმოვანებულიყო, თუმცა ოპოზიცია ამაზე მაინც საუბრობს.

„რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები ამ ეტაპზე საჯაროდ არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმოამდგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეო ჩანაწერის ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციების ე.წ. კარუსელებს. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული გამოგონილი, გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგებით დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics