00:37 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 17:42:31, 675 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს არ განიხილავს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მხარდაჭერას მეორეხარისხოვნად ვერავინ მიიჩნევს.

„ „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ, თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას - ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში. შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება 2-მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომლებსაც უნდა მივმართო, რომ არავინ აპირებს, რომ პოლიტიკურ დიალოგი, თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს“, - განაცხადა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics